воскресенье, 4 ноября 2012 г.


დრო და სიცოცხლე... 

სიცოცხლე და დრო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. არ არსებობს სიცოცხლე დროის გარეშე და დრო სიცოცხლის გარეშე. ადამიანები იბადებიან,იზრდებიან და კვდებიან.არა მარტო ადამიანებს არამედ ირგვლივ ყველაფერს ოდესმე დრო მოკლავს.
დრო და სიცოცხლე...

John Lennon - Beatles (John Lennon) - Imagine All The People

Powered by mp3skull.com


თაობა მიდის, თაობა მოდის. ეპოქას ეპოქა ანაცვლებს. ადამიანები ადამიანებს ანაცვლებენ და შთამომავლობას უთმობენ ასპარეზს. ეს ყოველივე ერთი შეხედვით მარტივი პროცესი, მეორეს მხრივ კი რთული რეალობაა.ოდესღაც ყველაფერი სრულდება, ოდესღაც ყველა მიდის და მათ მაგივრად ან უკეთესი ან კი უარესი რჩება.
ფიქრთა კორიანტელში წამზომი და დროის მრიცხველი ათვლას იწყებს. ცხოვრებაზე დაფიქრებული ადამიანები მათემატიკურად აზროვნებენ და დროის დინებას მიყვებიან.
წინააღმდეგ შემთხვევაში დრო მათ დაჩაგრავს , რადგან არ არსებობს ადამიანი ვინც დროს დაამრცხებდა.

დრო და სიცოცხლე...

რა არის დრო? დრო არის სიცარიელე რომელიც არის არაფერი

ყოველთვის იყო დროში რაღაც,რაც მუდამ ღლიდა ადამიანს,ალბათ ის რომ რეალურ დროში დრო ძალიან გრძელი და დაუსრულებელი გვეჩვენება,წამების შემდეგ კი ძალიან მოკლედ გაირბენს ის,მხოლოდ წამების შემდეგ..
ბევრი ადამიანი წარსულით ცოცხლობს,წარსულში ცხოვრობს და დროის დინებას მიყვება,ოდესმე დაილევაინ წამები,დაილევაინ რადგან დაიღლება თვით ადამიანი ყველაფრით,,,ოდესმე გაქრება წამი,წუთი,საუკუნე და გაქრება ადამიანიც.კარგად დაფიქრდი და თქვი თუ ვინ ხარ შენ,ადამიანი ვინც წარსულით ცოცხლობს თუ ის ვინც უბრალოდ ცოცხლობს იმისთვის რომ იცოცხლოს…

დრო და სიცოცხლე...

რა არის სიცოცხლე ? რთული კითხვაა -სიცოცხლე სევდა არის - ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა
სიცოცხლე ერთი წამია, წამში ეტევა ალბათ რაც არის... სულ ერთი წამის სითამამეა , სიყრმე... სილაღე , ცეცხლი , ნაცარი.
წამზომი ირთვება და ათვლა იწყება. ერთი, ორი, სამი და მიდის დრო. იწყება მათემატიკური ქაოსი. უსასრულობას აკლდება დრო. ესეიგი დრო კლებადია. რიცხვები უსასრულოდ გრძელდება. დასასრულის მოლოდინში იღლება დრო და ბოლოს საათიც ჩერდება და სიცოცხლეც !.

დრო და სიცოცხლე...

სიცოცხლე იმდენად ტკბილია ვერც კი ვამჩნევთ როგორ გადის დრო...მიდის და აღარ ბრუნდება.წამი წუთს ემატება დღე დღეს და ბოლოს ჩვენც მივდივართ .
სანამ დრო გვაქვს დააფასეთ და შეიყვარეთ სიცოცხლე თორემ მერე გვაინ იქნება..
.

სიცოცხლე უნდა გიყვარდეს იმიტომ, რომ შენ უკვე გაქვს პატივი ცხოვრობდე.

სიცოცხლე უნდაგიყვარდეს, იმიტომ , რომ შენ მისგან იღებ ყოველგვარ სიამოვნებას.

სიცოცხლე უნდა გიყვარდეს, იმ გამოცანებისთვის, რომლებიც ჯერ არ ამოგიხსნიათ.

სიცოცხლე უნდა გიყვარდეს, თავგადასავლებისათვის, რომლებიც ჯერ არ გადაგხდენიათ.

სიცოცხლე უნდა შიეყვარო ,იმ იმედით, რომ შენ ოცნებებს განახორციელებ.

სიცოცხლე უნდა გიყვარდეს, ყველა იმ გასაოცარი სიმღერისთვის , რომელიც მოგისმენია .

სიცოცხლე უნდა გიყვარდეს ,ყოველი უბრალო წამისათვის, რადგან სულ ესაა რაც გაქვს, მხოლოდ ერთი უსასრულო წამი – სიცოცხლე…


დრო და სიცოცხლე...
 

Комментариев нет:

Отправить комментарий